logo
ENG



გურამიშვილზე მოხმდარი აფეთქებისას დაზიანებულ კორპუსში წინასაპროექტო სამუშაოები დაიწყება

30 ოქტ 201909:04
3 წუთის საკითხავი
 
a9jqopivr4pyy55.jpg

ნაძალადევის რაიონის გამგებელი დღეს გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრებს გამართავს. მოსახლეობას ირაკლი ხელაძე მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნას გააცნობს და მათი ქირით გადასვლის საკითხს განიხილავს. 

"ამ ეტაპისთვის არ გვეძლევა საშუალება მოსახლეობა დავაბრუნოთ საცხოვრებელ სახლებში, სანამ არ დასრულდება გამაგრების ღონისძიებები. მთლიანად კორპუსის კონსტრუქციულ მდგრადობას ამ ეტაპზე საფრთხე არ აქვს, თუმცა თავს მაინც ვიზღვევთ, რადგან საქმე ეხება მოქალაქეებს",- აცხადებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხმალაძე.

მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის უფროსის განმარტებით კორპუსში დაზიანებულია მე-3, მე-4 და მე-5 სართულები და პროექტზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება. 

"ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანებულია რამდენიმე სართული და გადახურვის ფილები. უახლოეს დღეებში შევა კომპანია, რომლიც განახორციელებს წინა საპროექტო სამუშაოებს. შემდეგ მომზადდება პროექტი და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები",- აცხადებს ლაშა სამხარაძე.

სამომავლო გადაწყვეტილებებს  მერია სამხარაულისა და ლაბორატორიის საბოლოო დასკვნების შემდეგ მიიღებს. 


close დახურვა