გურიაში 4 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც "ფორმულას" დაავადებათა კონტროლის ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ განუცხადა, 2 ჩოხატაურის, ხოლო 2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
მისი ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებული 2 პირი ბათუმში გამართული ქორწილის კლასტერს უკავშირდება, ჩოხატაურში დაინფიცირებული პირების წყარო კი ამ ეტაპზე უცნობია.
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის 2 227 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.