logo
ENG



გურიაში ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ

15 ოქტ 202417:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/15/edgnl29ixbkc4mn.jpg

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ.

როგორც ფორმულასთან საუბრისას დავით მჟავანაძემ თქვა, ის და პარტიის წევრი თათია ნიკოლაშვილი მივიდნენ ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მათი ინფორმაციით, ქართული ოცნება ხმების მობილიზებასთან დაკავშირებით აქტივისტებს კონკრეტულ სიებს აძლევდა.

დავით მჟავანაძის თქმით, ტერიტორიაზე გამოჩენისას და ვიდეო გადაღების დაწყებისთანავე, მმართველი გუნდის მხარდამჭერები მათ თავს დაესხნენ.

"ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც გვქონდა ინფორმაცია, რომ ქართულ ოცნებას ჰქონდა შეხვედრა და გადიოდნენ კონკრეტულ სიებს, ჰყავდათ ჯგუფი, რომელსაც დავალებული აქვს სხვადასხვა ჯგუფიდან მობილიზება, ხმების მოტანა, ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, სოფლის დეპუტატი, რწმუნებული, წარმომადგენლები. ჩვენ მივედით ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად და როგორც კი გამოვჩნდით ტერიტორიაზე და დავიწყეთ ვიდეო გადაღება, მოხდა ჩვენზე თავდასხმა.

თავს დამესხნენ როგორც მე, ასევე თათია ნიკოლაშვილს. ერთი პერიოდის განმავლობაში ტელეფონებიც წაგვართვეს, პრაქტიკულად, აქ იყო ხელჩართული ჩხუბი. წარმოუდგენელია ის, რაც ახლა ხდება. პოლიცია გამოვიძახეთ, მაგრამ 15 წუთის განმავლობაში ღიმილიანად ესაუბრებოდნენ თავდამსხმელებს, ჩვენ ჯერ არ გვისაუბრია. მეტყობა სამოსზე, რომ აქ იყო ფიზიკური დაპირისპირება და ეს დაპირისპირება, გარდა იმისა, რომ ჩვენს ტანსაცმელზე აისახება, უამრავი მტკიცებულება გაგვაჩნია", - თქვა დავით მჟავანაძემ. 


close დახურვა