გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს.
გამოძიების ვერსიით, 67 წლის კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 47 წლის კაცს იარაღიდან მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში დაიღუპა. ბრალდებული დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.