გურიაში სკოლის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მასწავლებელი დააკავეს.
ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდი გოგოს დედამ სკოლის დირექციას მიმართა.
მომხდარი დაადასტურა სკოლის დირექტორმაც. მისი ინფორმაციით, მოზარდი სავარაუდო მოძალადესთან ისტორიის გაკვეთილებზე დადიოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.