საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.
შექმნილია სამუშაო შტაბი. ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.