გურიაში, ხევში მაღალი სიმაღლიდან ავტომობილი გადავარდა. ავარიის შედეგად კაცი გარდაიცვალა. მისი ცოლი და სამი არასრულწლოვანი შვილი კი მძიმედ დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.