გურიის სოფლებში თვეებია საფლავები იძარცვება. იპარავენ საფლავის რკინის ღობეებს, ალუმინის - ლატუნის სხვადასხვა დეტალს. გასულ კვირას პოლიციამ ქურდობაში ბრალდებული ქალი დააკავა. ის გამოკითხეს, დაინიშნა ექსპერტიზა და გაათავისუფლეს - ახლა ქალი გამოძიების გადაწყვეტილებას ელოდება.
არსებული ინფორმაციით, 31 წლის ქალი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო როდესაც ძარცვავდა საფლავებს. მოპარულ მეტალს ქალი ჯართის მიმღებ სხვადასხვა პუნქტში აბარებდა.
ქალი ამბობს, რომ მძიმე გადაწყვეტილება ანუ საფლავების ძარცვა, მძიმე სოციალური პირობების და გაჭირვების გამო მიიღო.