logo
ENG



გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

29 აგვ 202412:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/29/wtul83kg8qtsyr6.png

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. 

მკვლელობა 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი და ორი კაცი მოკლა და ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი პირი: მეუღლე - 1986 წელს დაბადებული ფ.ტ., თანასოფლელები: 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული რ.კ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ზ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
 
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.

close დახურვა