გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში კაცი დაჭრეს. 51 წლის კაცი მისმა ახლობელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.