logo
ENG



გურჯაანში ავარიას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა, დაკავებულია ინსპექტორ-გამომძიებელი

04 ნოე 202001:32
3 წუთის საკითხავი
 
8idhgrousrqz1r7.jpg

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი მოზარდი ემსხვერპლა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. შედეგად დაკავებულია კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. საქმეს პროკურატურა იძიებს.

უწყების ინფორმაციით, დღეს, 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, საკუთარი ავტომანქანით მოძრავი ინსპექტორ-გამომძიებელი შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.


close დახურვა