გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი არასრულწლოვანია.
შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.
როგორც ცნობილია, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა - შეჯახების შედეგად ავტომობილი ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადასვლა ორმა მგზავრმა მოახერხა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
