logo
ENG



გურჯაანში ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

04 იან 202012:01
3 წუთის საკითხავი
 
aka70by7r2395rp.jpg

გურჯაანში ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ინფორმაციით, ორივე მათგანი უკვე კონტაქტურია და რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.

„პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან. სასიცოცხლო ფუნქციები ყველაფერი სტაბილურია და მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. სავარაუდოდ მალე გავწერთ კლინიკიდან", - განაცხადა ექიმმა.

ტრაგიკული შემთხვევა სოფელ გურჯაანში მოხდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი თანამშრომელმა პურის საცხობში აღმოაჩინა. დაზარალებულები, უკიდურესად მძიმე მდგომარეობით, გუშინვე თბილისში გადმოიყვანეს.


close დახურვა