logo
ENG



გუშინ გერმანიიდან ჩამოვიყვანეთ მძიმე პაციენტი - ზალკალიანი

13 აპრ 202015:30
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გუშინ საქართველოში გერმანიიდან 164 მოქალაქე სპეციალური რეისით დაბრუნდა. 

მინისტრის თქმით, ბორტზე იმყოფებოდა ასევე მძიმე პაციენტი და უწყების ორგანიზებით მას თან ახლდნენ ექიმები.  

"გუშინ განხორციელდა ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით. საქართველოს 164 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. როგორც ცნობილია ყოველი გეგმიური ფრენის დროს სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და გუშინდელ რეისზეც იმგზავრა საქართველოს მოქალაქემ, მძიმე პაციენტმა, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან ბერლინში. ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თვითმფრინავს გაჰყვა ექიმების ჯგუფი, რათა პაციენტის მომსახურება უზრუნველყოფილი ყოფილი მგზავრობის დროს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.  


close დახურვა