logo
ENG



დააბეს სკამზე ხელბორკილებით, ურტყეს თავში - პოლიციას ადვოკატის ცემაში ადანაშაულებენ

19 დეკ 201914:23
3 წუთის საკითხავი
 
fvsra5oqqpfy7nq.jpg

მორიგი შესაძლო ძალადობის ფაქტი პოლიციელების მხრიდან - იურისტები სამართალდამცველებს ადვოკატ მამუკა შაქარაშვილის ცემაში ადანაშაულებენ.

როგორც ირკვევა, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ადვოკატს ოჯახის წევრმა დაურეკა და მისივე საკუთრებაში არსებულ ბინაში მისვლა თხოვა. ადგილზე მისულ ადვოკატს სახლში პოლიციელები დახვდნენ, რომლებიც სახლს ჩხრეკდნენ, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

შაქარაშვილის ახლობელი ადვოკატები აცხადებენ, რომ პოლიციელებმა მამაკაცი სკამზე ხელბორკილებით მიაბეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადვოკატს ბრალიც წაუყენეს, თუმცა შაქარაშვილი მოსამართლემ საქმეში არარსებული მტკიცებულებების გამო გაათავისუფლა. ადვოკატი რუსთავში კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა.

„მამუკა შაქარაშვილი თავისივე სახლში დააბეს სკამზე ხელბორკილებით, ურტყეს თავში ურტყა რამოდენიმე პოლიციამ და ამის შემდეგ იგი დააკავეს, გადაიყვანეს მთავარ სამმართველოში თბილისში. თავი აქვს გასიებული ახალგაზრდა კაცს. მისი ინფორმაციით, დაახლოებით ხუთი ადამიანი მონაწილეობდა. მოვითხოვთ დაისაჯონ სამართალდამცავი პირები,“ - განაცხადა იურისტმა.


close დახურვა