logo
ENG



დააკავეს კაცი, რომელიც ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე არასრულწლოვანს თავს დაესხა

10 ნოე 202215:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/10/o97ewk6y6vgw681.png

დააკავეს კაცი, რომელიც ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე არასრულწლოვან ბიჭს თავს დაესხა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

6 ნოემბერს ლუკა აბლოთიამ Facebook-ზე დაწერა, რომ შეხსნილი პიჯაკის გამო ავტობუსში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, თავდაპირველად კაცი თავს პიჯაკის გამო დაესხა, კამათის შემდეგ კი ხელით შეეხო და მოკვლით დაემუქრა.


close დახურვა