logo
ENG



დააკავეს კაცი, რომელიც კახეთში თანასოფლელს მანქანით დაეჯახა და მიიმალა

09 ივლ 202214:17
3 წუთის საკითხავი
 

შსს-ის განცხადებით, პოლიციელებმა დააკავეს კაცი, რომელიც კახეთში თანასოფლელს მანქანით დაეჯახა და მიიმალა. 

დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ჯ.ლ. 

მას ბრალი განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც სავარაუდოდ ნასვამი იყო, მიმდინარე წლის 27 ივნისს, ღამით, ახმეტის სოფელ საკობიანოში მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს - 1975 წელს დაბადებულ ა.ჭ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაზიანებების შედეგად ა.ჭ. იმავე ღამეს გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა