კახეთის პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 1982 წელს დაბადებული კაცი დააკავა.
შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დ.გ ცოლზე, 1993 წელს დაბადებულ თ.ც.-ზე, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა.
გარდა ამისა, ბრალდებული მეუღლეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა.
დაკავებულს ბრალად ედება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის გაუპატიურება, არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის არაერთგზის ცემა, მუქარა, თვითმკვლელობამდე მიყვანა და წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება.
დანაშაულები 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-137 - მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11'-126 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11'-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11'-115 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 11'-141 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.