logo
ENG



დააკავეს კაცი, რომელმაც თბილისში უკრაინიდან დევნილი ოჯახის მანქანა გაქურდა

13 აპრ 202211:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/13/2ryptf2ty1pul2j.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კაცი, რომელმაც თბილისში უკრაინიდან დევნილი ოჯახის მანქანა გაქურდა. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა გლდანში, ვასაძის ქუჩაზე უკრაინის მოქალაქის მანქანიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მას 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა