![2023/06/16/zid919n1hh5s0ev.png](/uploads_script3/articles/2023/06/16/zid919n1hh5s0ev.png)
დააკავეს კაცი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კაცი ძაღლს მანქანიდან ესვრის, შემდეგ გადმოდის და დაჭრილ ცხოველს რამდენჯერმე ისევ დამიზნებით ესვრის.