logo
ENG



დააკავეს მღვდელი, რომელიც ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა

18 თებ 202413:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/18/o54d5r6pgu0mbbh.jpg

პეტერბურგში მღვდელი გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო დააკავეს, რომელიც ციხეში დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის პოლიციის განყოფილებიდან ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო ინსულტით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციის 43-ე განყოფილებაში მისმა ადვოკატმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. გრიგორი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს", – დაწერა დეპუტატი ბორის ვიშნევსკი. 

მღვდელმა 16 თებერვალს საღამოს განაცხადა, რომ ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას აპირებდა. ის მეორე დღეს სახლიდან გასვლისას დააკავეს. 

OVD-Info-ს ინფორმაციით, სასულიერო პირის წინააღმდეგ ოქმი აქციის მოწყობის მუხლი იყო შედგენილი, რომელიც შეთანხმებული არ იყო. როგორც გამოცემა Meduza წერს, პანაშვიდი საბოლოოდ სხვა მღვდელმა ჩაატარა. 

 


close დახურვა