ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, რუსული ჯარების დაბომბვის შედეგად რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულება, ლისიჩანსკის გიმნაზია მთლიანად დაიწვა.
მისივე თქმით, 1 მაისს, დაბომბვის შედეგად, გიმნაზიაში ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ას წელზე მეტი ხნის ნაგებობა.
ჰაიდაის თქმით, გიმნაზია მე- 19 საუკუნის ბოლოს აშენდა და ქვეყნის საუკეთესო 100 საუკეთესო სკოლაში მოხვდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 570 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 111 კი მთლიანად განადგურდა.