logo
ENG



დაგვემატა კიდევ ორი ინფიცირებული - მარინა ეზუგბაია

14 აპრ 202019:45
3 წუთის საკითხავი
 
yo4hf9sxx8ak240.jpg

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განმარტა, ერთი ადამიანი მარნეულიდან გადმოიყვანეს, ხოლო მეორე ინფექციურში იწვა და მისი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი.

მარინა ეზუგბაიამ, ასევე, ისაუბრა არასრულწლოვნების შესახებაც და განაცხადა, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დაგვემატა ორი პაციენტი - ერთი მარნეულიდანაა, მეორე კი ხუთი ტესტირებულიდან ერთ-ერთია. გაწერილი გვყავს 46 ადამიანი. უტარდებათ ტესტირება მათ, ვისაც ეკუთვნის. ახლა ჩვენთან 39 პაციენტი გვყავს. ამ ეტაპზე ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის ცხრა თვის ბავშვისაც. უმნიშვნელოდ აქვს სიმპტომებიც. მძიმე პაციენტებიდან მძიმეა ორი - ისინი კვლავ მძიმედ რჩებიან. დანარჩენი პნევმონიით პაციენტები სტაბილურად არიან. ველოდებით ათი ადამიანის ტესტირების პასუხებს. ვიმედოვნება, რომ ხვალ და ზეგ არ იქნება 30-ზე მეტი ახალი შემთხვევა - თუკი ამას შევინარჩუნებთ ათეულებში, პრობლემას გადავლახავთ. ყველა შემთხვევაში უნდა დავრჩეთ სახლში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა