logo
ENG



დაგვიანებული, ზედაპირული და არაადეკვატური - ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს

24 აპრ 202017:38
3 წუთის საკითხავი
 

დაგვიანებული, ზედაპირული და არაადეკვატური - ასეთია ოპოზიციის შეფასება ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით. პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ბუნდოვანია, დახმარებები მცირეა და არასწორი კრიტერიუმებითაა გადანაწილებული.

„დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტიქტები და არაადეკვატური ქმედებებით სავსე ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან. არ ხდება გადასახადების რეალურად დაწევა, არ ხდება წნეხის შემცირება მოქალაქეებისთვის, მეწარმეებისთვის, რაც ამ ვითარებაში წარმოუდგენელი რამეა. დახმარება არის პირდაპირ არასწორი, არასაკმარისი და მცირე. არ ხდება დერეგულირება, ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, რომ არჩევანი გააკეთონ თუ ვის რა უნდა მისცენ. საპენსიო შენატანზე, ფულზე, რომელიც ეკუთვნის ხალხს და თვითონ შეიტანეს, უარს ეუბნებიან, რომ სანსი ჰქონდეთ ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ანტიკრიზისული გეგმა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს. მისივე განცხადებით, მისთვის გასაგებია თუ რატომ არ წარმოადგინა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა მთავრობამ პარლამენტში, რადგან ოპოზიციას ამ გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები ექნებოდა. 

„მოვისმინეთ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დ არ არის გასაკვირი თუ რატომ არ წარმოადგინეს პარლამენტში. ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. მხოლოდ სოციალური დახმარების პაკეტი, რომ ავიღოთ, სინამდვილეში ეს არის 200 მილიონი დოლარი. უ ამას დავუმატებთ კომუნალურ შეღავათებს მთელი ეს პაკეტი არის 250 მილიონი დოლარის ოდენობის,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობა შიმშილობისთვის გაწირა. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რადგან წარმოდგენილი დახმარების პაკეტები გათვლილია 6 თვეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უმიზნებს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი.

„1200 ლარი რატომ 6 თვე? - იმიტომ, რომ 6 თვეში არის არჩევნები. რატომ არ უნდა გაიცეს 1200 ლარი 2 ან 3 თვე? - იმიტომ რომ არჩევნებისთვის აქვთ მათ ეს გაწერილი. ამ ტყუილით ნამდვილად ვერ შეძლებენ ისინი, რომ ეს ყველაფერი გაიტანონ ბოლომდე. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ეს არის ადამიანების ერთობლიობა ქართული ოცნების სახით, რომელიც ერთადერთ რამეზე ფიქრობს, როგორ შეინარჩუნოს ხელისუფლება, რამდენი ხანი იქნება ქვეყნის მმართველობაში და არა იმაზე თუ როგორ დაგეხმაროთ თქვენ“, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ოფიციალურად დასაქმებული ადამიანები, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ, 1 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ


close დახურვა