logo
ENG



დაგვჭირდა ახალი მედიკამენტის დამატება... ის უნდა იყოს კლინიკაში - ჯიშკარიანის ექიმი

11 ოქტ 201911:12
3 წუთის საკითხავი
 
jb7yhvz70q4f7gb.png

"ნიუ ჰოსპიტალში" დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოთქმულ ეჭვებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ პაციენტი ამ დრომდე საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. "ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკური დირექტორი, გიორგი კორძაია აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას დამატებითი მკურნალობის დანიშვნა დასჭირდა. 

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა არასტანდარტულად მიმდინარეობს. დაგვჭირდა ახალი მედიკამენტის დამატება და ეს განაპირობებს  გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას. კლინიკა აცხადებს, სრული პასუხისმგებლობით, რომ დოკუმენტაცია, პაციენტ ილია ჯიშკარიანის ავადობაზე არის სრულად ნაწარმოები,"-აცხადებს გიორგი კორძაია. 

კორძაიას თქმით, ჯიშკარიანის დიაგნოზი კორონარული სინდრომის გამწვავებაა. "ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკური დირექტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მდგომარეობის დასტაბილურებისა, ჯიშკარიანის გაწერაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის და ეს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ალბათ, 2 ან 3 დღეში რეალისტური იქნება მისი გაწერა, თუმცა თუ შეიქმნება ახალი რეალია შესაბამისად შეიცვლება ჩვენი მიდგომაც. ჩვენ გავეცით რეკომენდაცია და პაციენტი უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე. ჰოსპიტალიზაციის პირობებში ჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციას, რომ დატოვოს ტერიტორია, შესაბამისად ალბათ სასამართლო გადაწყვეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს კლინიკის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა ჯიშკარიანის ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში "ნიუ ჰოსპიტალში" პრკურატურის წარმომადგენლებს ელოდებიან. თადუმაძის უწყება მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.  

დღესვე ქალთა უფლებების დამცველმა ბაია პატარაიამ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ჯიშკარიანს აღარ ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და ის კლინიკაში მხოლოდ მის ხელმძღვანელობასთან ნაცნობობით რჩება.


close დახურვა