26 მარტის მონაცემებით, დადასტურდა კორონავირუსის 658 ახალი შემთხვევა, ხოლო 6 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 836 ტესტი - 20 527 ანტიგენ ტესტი და 2 309 PCR ტესტი. უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 3,63%.
25 მარტს ჩატარდა 1 648 აცრა.