logo
ENG



დადექით ჩვენს გვერდით! - დავით ქაცარავა სპეცრაზმს მოუწოდებს

18 ნოე 201916:50
3 წუთის საკითხავი
 
zzc02g4f9rqk323.png

მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა, პოლიციას მათ მხარეს გადმოსვლისკენ მოუწოდებს. 

ქაცარავამ, სამმართველოს ეზოში შეკრებილ პოლიციელებს მიმართა, რომლებიც უკვე სპეცაღჭურვილობით არიან მობილიზებული. 

 

"გვესვრით?! გაგვიტეხავთ თავებს?! და რა გგონიათ რა მოხდება?! დღეს თუ მოგვერევით და დაგვშლით, ხვალ უფრო მეტნი ვიქნებით, მერე მოგიწევთ ფორმის გახდა, ჯობია დღეს გააკეთეთ და ბევრად ღირსეული იქნება თქვენი საქციელი. დადექით ჩვენს გვერდით," - მიმართა ქაცარავამ.

 


close დახურვა