ზუგდიდში დადიანების ისტორიულ-არქიტექტული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ და კულტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი გაიფიცებიან.
მუზეუმის თანამშრომლები დღეს მუზეუმის შესასვლელთამნ შეიკრიბნენ და მიმართვა გაავრცელეს.
მათი თქმით, მათ ყველა პლატფორმა გამოიყენეს იმისთვის, რომ შესაბამისი უწყებებისთვის ხმა მიეწვდინათ, მაგრამ რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.
მუზეუმის დირექტორის, ლეილა ბერაიას განცხადებით, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღნიშნულზე უკვე ინფორმირებულია და უწყებაში საკითხზე მუშაობენ, თუმცა რა ვადებში მოხდება პრობლემის მოგვარება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უცნობია.