დევნის თუ არა სახელმწიფო ევანგელისტურ ეკლესიას სასამართლოს ხელით? სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და ამერიკის მოქალაქის საჩივარი დააკმაყოფილა. მრევლის ყოფილი წევრი ეკლესიისგან წლების განმავლობაში შეწირული 90 ათასი დოლარის დაბრუნებას მოითხოვს. ევანგელისტური ეკლესია იმ ერთადერთი სამლოცველო სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა, რომელიც ეკლესიის წევრების შეწირულობით, ხუთი წლის განმავლობაში შენდებოდა. პასტორი საქმეს უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს.
დავა სამლოცველოსთვის
09 თებ 202320:41
3 წუთის საკითხავი