logo
ENG



დავაკავეთ წარსულში ნასამართლევი მოქალაქე, რომელმაც ისანში 3 ადამიანი დაჭრა - შსს

26 ივნ 202214:10
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისანში მომხდარი დაჭრის საქმეზე პოლიციამ 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დააკავა.

როგორც შსს-ში ამბობენ, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამ ადამიანს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

"ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1996 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს, 1991 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, 1987 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.


close დახურვა