logo
ENG



დავანახოთ მსოფლიოს, რომ ივანიშვილი რობოკოპების ამარაა დარჩენილი - ნიკა მელია

24 ნოე 201922:35
3 წუთის საკითხავი
 
1x7mq0wfiykccdw.png

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „ წევრმა ნიკა მელიამ ხალხს მოუწოდა თბილად ჩაიცვან, რადგან აქციაზე მთელი ღამე იგეგმება დარჩენა.

როგორც მან გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, ისინი არ აპირებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატების პარლამენტში შეშვებას.

„ხვალ მნიშვნელოვანია, მზარდი ხარისხის დემონსტრაციები გადავზარდოთ რაოდენობაში. ნაწილი შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ნაწილი პირდაპირ რუსთაველზე მივა. ვინც დააპირებთ დარჩენას, ჩაიცვით თბილად, რადგან დილამდე ვაპირებთ პარლამენტთან გაჩერებას, რათა არ შევუშვათ „ქართული ოცნების“  დეპუტატები იქ, სადაც არაფერი ესაქმებათ, სანამ საზოგადოებას ყურს არ დაუგდებენ. დავანახოთ მსოფლიოს, რომ ივანიშვილი მხოლოდ რობოკოპების ამარაა დარჩენილი“, - განაცხადა მელიამ.

 


close დახურვა