logo
ENG



დავდგამ კარავსაც და გავშლი ბანერსაც - მაჩალიკაშვილი აქციას შეუერთდა

05 თებ 202011:30
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ცოტა ხნის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერდა. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ის იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ხელისუფლების დამარცხებისვის იბრძოლებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მაჩალიკაშვილი პროტესტის გაგრძელბას გეგმავს. მათ შორის კარავის გაშლას და ბანერის გაკვრასაც. 

"სანამ ქართველი ხალხი არ მიაღწევს სიმართლეს და არ ჩამოიშორებს ამ სიბოროტეს - "ქართულ ოცნებას", მანამდე პროტესტის პირველ რიგში ვიქნები. ვეცდები გავანადგურო ეს ხელისუფლება. ჩემი გეგმა და მიზანი ყველასთვის ცნობილია. ვითხოვ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. დავდგამ კარავსაც და გავშლი ბანერსაც, რადგან ამას კანონი არ მიკრძალავს. პარლამენტია ჯერჯერობით ჩემი ეპიცენტრი. ხელისუფლების წევრების მდაბიო განცხადება, რომ ჩემი შეშვება არცერთ დაწესებულებაში არ შეიძლება, ყველამ იცით. განსხვავებულად ფიქრობენ მსოფლიო დიპლომატები. მათ მე ყველა ინფორმაცია მივაწოდე",-აღნიშნა მაჩალიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. 


close დახურვა