საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალური ფეისბუქის გვერდის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლის, დავით ბაგრატიონის დედა გარდაიცვალა.
„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება , რომ გუშინ , 2020 წლის 17 მარტს გარდაიცვალა პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი . საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, უფლისწული დავით ბაგრატიონ - მუხრანბატონის დედა.
პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მდრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ - მუხრანბატონიშვილზე . სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი : მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი“, - ნათქვამია განცხადებაში.