logo
ENG



დავით ბაქრაძე: ხელისუფლება ასლან აბაშიძის სცენარით მოქმედებს

06 დეკ 201914:05
3 წუთის საკითხავი
 
glbdvo3dtr19yup.jpg

ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო. აქციაში ასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას. დემონსტრანტები რამდენიმე წუთში კიკვიძის ბაღიდან მსველობას დაიწყებენ. ადგილზე ოპოზიციონერი ლიდერებიც იმყოფებიან. როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, აქციები მშვიდობიანი ფორმით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება. ამასთან პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები კონტრაქციას მოაწყობენ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ძალადობის პროვოცირებას ხელს არ შეუწყობს.

"რა თქმა უნდა პროვოკაციებს ვერ გამოვრიცხავთ. ხელისუფლების არჩევანი არის ასლან აბაშიძის სცენარი. არავის ეშინია კონტრაქციების და მათი მთვრალი ზონდერების. ეს ყველაფერი ბოლოს მოუღებს ხელისუფლებას. ერთ მხარეს დგას ოპოზიცია, რომელიც ითხოვს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამის საპირისპიროდ დგას აბაშიძის გზაზე მყოფი ხელისუფლება, რომელიც დაასრულებს, როგორც აბაშიძემ დაასრულა. აქციები გაგრძელდება მშვიდობიანი ფორმით, სანამ არ ვაიძულებთ დათმობაზე წასვლას. ეს აქცია ხალხის ხმას გააგონებს ხელისუფლებას", - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

 

 


close დახურვა