logo
ENG



დავით ბერძენიშვილი: ამ ვითარებაში ჩვენ გვჭირდება მასობრივი, სრული კონსოლიდაცია

22 ნოე 201923:38
3 წუთის საკითხავი
 
2v624tsdfjttbct.jpg

დავით ბერძენიშვილი გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" არსებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს კვალიფიციური პოლიტიკოსი ხელისუფლებაში დარჩენილი აღარაა. ივანიშვილმა მისთვის წამგებიანი ნაბიჯები გადადგა და აღნიშნულს აუცილებლად ექნება შესაბამისი შედეგი. ახლა მთავარი კი მასობრივი კონსოლიდაციაა.  

"მთავარი პრობლემა, მთავარი საფრთხე არა პოლიტიკოსი, რომლის ადეკვატურობასთან მაქვს სერიოზული კითხვები. ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ კვალიფიციური ფსიქიატრი კვალიფიციურ მოსამართლეს სერიოზულად თუ შეერკინება ივანიშვილის საქმესთან მიმართებაში, შეიძლება მოუგოს. ამ ვითარებაში ჩვენ გვჭირდება მასობრივი, სრული კონსოლიდაცია. ფაქტია, ის რაც ვნახე ლეიბორისტების ოფისში - სხვადახვა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმებულია თამაშის წესებზე, რათა  მაქსიმალურად მშვიდად შევეცადოთ მიზნის მიღწევას,"- განმარტავს ბერძენიშვილი. 

მისივე თქმით, დღეს რომ უმძიმესი ვითარებაა, ამაზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებიც მეტყველებს. 

"როცა 5 000 კაცის მობილიზებას მოახდენენ იქ, სადაც საერთოდ არაა საჭირო, ბიუროს ჩასატარებლად ან თუ ეს ახალგაზრდები მაინც უნდა დაესვენებინა იზოლატორში, მაშინვე რატომ არ მიუსაჯა. მოკლედ, მისთვის წამგებიანი ნაბიჯები გადადგა. ახლა მურუსიძეს გვარი ყველამ  კარგად ვიცით. ახლაა დეკვალიფიცირებული, პოლიტიკისგან დაცლილი ხელისუფლებაა და ამიტომ გვინდა დასავლეთის სერიოზული ჩართულობა, რათა არ მივცეთ ამ კაცს, რომელსაც ტრამპზე მეტი ფული აქვს და მიაჩნია, რომ დასავლეთმა სათანადოდ არ დააფასა თავის დროზე, როცა ხელისუფლება შეცვალა. სააკაშვილს არ ეკუთვნის დიდი ტელევიზიაო ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა. მაესტრო იყიდოსო,"-ამბობს ბერძენიშვილი. 

გამოსავალს დავით ბერძენიშვილი ახალგაზრდებში ხედავს და ამბობს, რომ ოპოზიცია სწორედ მათ მითითებებს ენდობა. 

"​ეს ახალი შემადგენლობა რაც გაჩნდა, რამდენიმე ათეული, ესაა სიახლე , ქართულ წინააღმდეგობის მოძრაობაში. რასაც გვეუბნებიან, ვითვალისწინებთ ხოლმე. როცა გვეუბნებიან, ახლა გამოდით სიტყვითო, გამოვდივართ. ძალიან ვუფრთხილდებით მათ,"- ამბობს ბერძენიშვილი. 

 


close დახურვა