რეჟიმის ძალადობის, სისასტიკისა და განუკითხაობის სრული სურათი ჩანდა დღეს საქალაქო სასამართლოში 20 წლის დავით გოგილაშვილის პროცესზე. აქციის მონაწილე სპეცრაზმმა დააკავა, სასტიკად სცემა, 9 საათი მიკროავტობუსში სისხლდენით გამოკეტა და ბოლოს გაძარცვა კიდეც. ამ შემზარავი ფაქტების ფონზე, გამოძიება თავად გოგილაშვილს ედავება სამართალდარღვევას.