logo
ENG



დავით ზალკალიანი: პრემიერის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი

27 მაი 202016:07
3 წუთის საკითხავი
 

„პრემიერის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი,“ - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას. მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსის არსებობის პერიოდში ადეკვატური ნაბიჯები იქნა გადადგმული და ამაზე ინფიცირების დაბალი მაჩვენებელიც მეტყველებს. 

მისვე თქმით, ვირუსთან ბრძოლის შედეგების თვალსაზრისით, რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. 

„ყველაფერი რა თქმა უნდა შედარებითია, თუკი ჩვენ შევადარებთ საქართველოს შედეგებს იმ შედეგებს, რომლების არის წარმოდგენილი თუნდაც რეგიონში, ჩვენ ამ მიმართულებით ვართ ლიდერი. ასევე აღმოსავლეთ ევროპაში.

ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკა, რომლესაც ქვეყნის ხელისუფლება, მთავრობის საკოორდინაციო საბჭო, ჯანდაცვის სისტემა, ეკონომიკის სამინისტრო და სამართალდამცავი სტრუქტურები ახორციელებდნენ ამ მიმართულებით, იყო სწორი და ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკა კორონავირუსის პრევენციასთან მიმართებაში იყო სწორი. 

საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, პრემიერის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი, შეეხებოდა ყველა ძირითად მიმართულებას, პირველი დღიდან დაწყებული, რომელიც ჩვენი მოსახლების უსაფრთხოებისკენ იყო მიმართული. ფაქტი სახეზეა და შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


close დახურვა