საგარეო საქმეთა მინისტრმი დავით ზალკალიანი, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ტაჯან ილდიმს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელი, ნატო-ს ეგიდით გამართული სხვადასხვა ღონისძიებებითა და მაღალი დონის ვიზიტებით იყო დატვირთული, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
გენერალური მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ გამოხატა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ტაჯან ილდიმი საქართველში ნატო-ს დღეების ფარგლებში იმყოფება.