ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მედიისთვის გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადებები.
მათივე ინფორმაციით, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის ვიცეპრეზიდენტთან ფუათ ოქთაისთან. ის ანკარაში ყვავილებით შეამკობს მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს.