ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვეტა.
ამ დროისთის, კირკიტაძის ჯანმრთელობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სტაბილურია.
დავით კირკიტაძე კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით, არტერიული წნევის შეუსაბამო ნიშნულების გამო გადაიყვანეს.
შიმშილობას აგრძელებენ პარტიის სხვა წევრები: ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია. 9 დღის წინ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შიმშილობა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დაიწყეს.