დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. "ფორმულას" ინფორმაციით, გამოძიებას არც მკვლელობის იარაღი და არც რაიმე სახის სხვა მტკიცებულებები არ აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, ყველა სახის მტკიცებულება, უკვე განადგურებულია. ბრალდებულებს შორის არიან ყოფილი და მოქმედი პოლიციელები.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძე 5 ოქტომბერს მტკვარმა გამორიყა. მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. ოჯახი მას 6 დღე ეძებდა.