logo
ENG



დავით უსუფაშვილი: ბოლო დღეებში ზომიერი ოპტიმიზმით განვიმსჭვალე

27 თებ 202022:46
3 წუთის საკითხავი
 

"ბოლო დღეებში ზომიერი ოპტიმიზმით განვიმსჭვალე, ამ არაფორმალური აზრთა გაცვლის შემდეგ",-ასე ეხმაურება დავით უსუფაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობას ბოლო დღეებში. როგორც მან გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" განმარტა, ბოლო დღეებში დაიწყო საუბარი შეთახნმებაზე, თუმცა რა შედეგი იქნება, ეს ჯერჯერობით უცნობია. 

"ხელისუფლებამ დაინახა რომ ოპოზიციასთან შეთანხმება აუცილებელია. სენატორების წერილებმა, დასავლეთის კრიტიკამ გამოიღო ნაყოფი. როცა თავის დროზე შემოგვთავაზეს 100-50-ზე, ვუთხარით რომ ეს გაუმჯობესება ვერ მიდის იქამდე, რომ 40 %-ზე ნაკლებ შედეგის მქონე პარტიას არ ჰქონდეს საშუალება ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა. ჩვენ როცა შესაძლო საპასუხო ბალანსი დავსახელეთ, ესაა ის ბალანსი სადაც სწორედ 40 %-იან შედეგს მიღწეული პარტია ვერ აყალიბებს ერთპიროვნულ მმართველობას. ახლა ამ დღეებში, ამ კონკრეტულ ფორმულაზე მოვისმინეთ საინტერესო მიდგომები",-აცხადებს უსუფაშვილი. 

 


close დახურვა