logo
ENG



დავით უსუფაშვილი: მთავრობა ყველაფერს გადააბრალებს კორონავირუსს

22 აპრ 202022:56
3 წუთის საკითხავი
 

"ლელო საქართველოსთვის" წევრ დავით უსუფაშვილი უცნაურად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის სხდომაზე არ გამოჩენილა, მათ შორის არც მინისტრები. მისი თქმით, პარლამენტს დაკარგული აქვს ინსტიტუციური ძალაუფლება და ამიტომ, პრემიერიც შესაბამისად იქცევა.

"შვებით ამოვისუნთქე, როცა დავინახე რომ ცოცხლები და ჯანმრთელები არიან ჩვენი პარლამენტის წევრები. ეს ერთი თვე დაიკარგნენ მაშინ, როცა კონსტიტუცია ავალებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლონ მთავრობა, მოაწყონ საკომიტეტო სესიები და ა.შ. დღეს მქონდა შვედეთისა, ესტონეთისა და უკრაინის საკომიტეტოსთან საუბარი და ისინი არცერთი დღე არ გაჩერებულან. ჩვენს პარლამენტს კი აღებული აქვს ხელი საკუთარ ფუნქციებზე. იმ ფონზე, როცა აზრად არ მოსვლია პარლამენტს მთავრობისთვის თუნდაც ერთი კითხვა დაესვა, რა გეგმა აქვს და ა.შ., მაშინ არ უნდა გაუკვირდეთ, რომ პრემიერმაც გადაწყვიტა არ მისვლა",-აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

მისივე თქმით, არსებულ მდგომარეობაში მთავრობა ყველა სახის პრობლემასა და გამოწვევას სწორედ კორონავირუს გადააბრალებს.

" პრემიერი არ მივიდა რადგან ის ვითარებაა, როცა დაბრუნდა ზემოდან ყურების პოზიცია. ოპოზიცია სახლშია, მოსახლეობა დაზაფრულია და ამ ვითარებაში ხელისუფლება იქნება დაახლოებით ასე - ომი ყველაფერს ჩამორეცხავს და მთავრობა ყველაფერს გადააბრალებს კორონავირუს, აქეთკენ მიდის ყველაფერი",-აღნიშნავს დავით უსუფაშვილი. 


close დახურვა