logo
ENG



დავით უსუფაშვილი: ხელისუფლებას აქვს ორი ვერსია - ვადამდელი არჩევნები ან ოპოზიციის გახლეჩა

06 თებ 202022:57
3 წუთის საკითხავი
 

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი დავით უსუფაშვილი ხელისუფლების სავარაუდო სამომავლო გეგმებზე საუბრისას ყურადღებას ორ ვარიანტზე ამახვილებს. როგორც მან გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულაში" აღნიშნა, შესაძლოა მმართველმა გუნდმა ხელოვნურად შექმნას დაძაბულობა ვადამდელი არჩევნების მიზნით ან ოპოზიციაში გააჩინოს შიდა კონფლიქტი. 

"შესაძლოა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს არეულ-დარეულობა. შედეგად მიაწყდეს ხალხი ერთმანეთს და ვადამდელიც დაინიშნოს. მეორე ვერსიაა, არჩევნები თავის დროზე ჩატარდეს, მაგრამ მანამადე ოპოზიციაში მოხდეს იმ ტიპის დაპირისპირება და შეტაკება, რომ აირიოს ვითარება. თუმცა, მინდა მათ ვუთხრა, რომ ეგრე მარტივად არ იქნება საქმე. საღ აზრს დაკარგული ადამიანების ვნებებს ვერ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას",-აღნიშნა უსუფაშვილმა.  

 


close დახურვა