ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერის, დავით ქაცარავას მეუღლე ფეისბუკზე განცხადებას ავრცელებს. სოფია ხაჭაპურიძე წერს, რომ ქაცარავას გირაო ცნობილმა მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა გადაიხადა. „ფორმულა“ სოფია ხაჭაპურიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში!!!!
ანიტა რაჭველიშვილმა და მისმა ოჯახმა საკუთარი სურვილით გადაწვიტეს დათოს აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხის დაფარვა.
სიტყვები არ მყოფნის ამ ადმიანების გულისხმიერების და ზოგადი სიკეთის აღსაწერად.
არავინ იფიქროს, რომ ახლობლები არიან. მე ფოტოები რომ დავდე, მაშინ გავიცანი ანიტა, დათო პირადად არასოდეს შეხვედრია.
შარაშან ანიტა და ოთო ატოცში ყოფნისას ბიჭებს დისტანციურად ეხმარებოდნენ, ათობით თბილი ნივთი შეუძინეს, ამხნევებდნენ. ჩვენ მარიამთან, ოთოს დაიკოსთან დავმეგობრდით. ლამაზი, ხალისიანი,,გულიანი. შარშან ატოცში ერთად შევხვდით ახალ წელს.
დიდი მადლობა!!!" - წერს სოფია ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს სოფელ ხურვალეთში დავით ქაცარავა და რამდენიმე ადგილობრივი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოშიც მოხვდა. თუმცა, პროკურატურამ ბრალი ძალადობის მუხლით თავად ქაცარავას წარუდგინა.
დავით ქაცარავას გირაო ანიტა რაჭველიშვილმა გადაიხადა - სოფია ხაჭაპურიძე
27 იან 202013:30
3 წუთის საკითხავი