logo
ENG



დავით ჭიჭინაძე: საგანგებო სიტუაციის მოხსნა ბევრ ადამიანს დატოვებს უსახსროდ

21 მაი 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

პარტია „ტრიბუანას“ ლიდერი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ზოგ ადამიანს პრობლემებს გაუჩენს. მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მოქალაქეებისთვის გარკვეული ბერკეტი იყო საბანკო სექტორთან ურთიერთობაში და ახლა როდესაც ის აღარ იქნება მოქალაქეები ქართული ოცნების მოწყალების იმედზე რჩებიან. 

„როდესაც ეკონომიკურ დახმარებებს იძახიან რომ დავეხმარებითო და დღემდე არავის არ დახმარებიან და არ ვიცით რა პირობებით იქნება დახმარებები გაწეული, ასეთივე ალბათ მოხსნა იქნება. უბრალოდ საგანგებო სიტუაციის მოხნა ბევრ ადამიანს დატოვებს უსახსროდ. იმიტომ, რომ ეს დღეს კიდევ საშუალებას იძლეოდა ფორსმაჟორის მეშვეობით ბანკების წინაშე თავი დაცულად ეგრძნოთ, მაგრამ როდესაც მოიხსნება საგანგებო სიტუაცია, ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების მოწყალების ხარჯზე რჩებიან“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

 


close დახურვა