logo
ENG



დავითულიანი დებიძინიზაციაზე: ევროპარლამენტარები პიროვნებებთან ბრძოლას ვერ მოიგებენ

14 ივლ 202212:54
3 წუთის საკითხავი
 

"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ "პიროვნებებთან ბრძოლებს ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ". 

დავითულიანის თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან დებიძინიზაციაზე საუბარი პოლიტიკური პროცესის ნაწილია და ნიშნავს "ევროპარლამენტარების პიროვენულ პოლიტიკურ ბრძოლას ივანიშვილთან".

"რაც შეეხება დებიძინიზაციას ევროპარლამენტარების მხრიდან ნათქვამს, ეს ნიშნავს მათ პიროვნულ პოლიტიკურ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილთან და ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ამ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს უნდათ, რომ ხელისუფლებას ფლობდეს არა ის ძალა, რომელიც ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით ფლობს, არამედ მათი მეგობრები. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები, არ მგონია, მათ ეს გამოუვიდეთ და მგონია, რომ ინსტიტუციონალური მიდგომა იქნება წამყვანი და პიროვნებებთან ბრძოლას ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ, იმიტომ რომ მათი საქმე ქვეყნის ინსტიტუციონალური რეფორმირება, ინსტიტუციონალურად გამართვაა და არა კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ რაღაც პიარის აგორება", - ამბობს დავითულიანი. 

გუშინ ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

ევროპარლამენტარებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქია და ეს ბიძინა ივანიშვილია.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაც მისი თქმით, ნიშნავს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას.


close დახურვა