logo
ENG



დავითულიანი სტატუსზე: გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყოო, როგორ ვიქცე იმად, რაც არ ვყოფილვარ

17 ივნ 202212:25
3 წუთის საკითხავი
 
დავითულიანი სტატუსზე: გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყოო, როგორ ვიქცე იმად, რაც არ ვყოფილვარ

შესრულებად პირობებს წარმოგვიდგნენ, მე ამის იმედი მაქვს, იმიტომ რომ არ შეიძლება ინსტიტუციამ წარმოადგინოს შეუსრულებადი პირობები, რაც აპრიორი ყველამ იცის, რომ ვერ შესრულდება. ამიტომ, მაგალითად არის რეფორმირება რიგი მიმართულებების, პოლიტიკური შეთანხმება რაღაცაზე და ა.შ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ ველი, რომ რამეს ჩაწერენ, იმიტომ რომ არ არსებობენ პოლიტპატიმრები ამ ქვეყანაში. ყველაფერს ხომ უნდა არგუმენტირება? ესე ჰაერიდან მოტანილი თემა, გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყო სპილო, თუ არ ვარ, როგორ უნდა გადავიქცე იმად, რაც არასდროს არ ვყოფილვარ, როგორ განვიკურნო იმისგან, რაც არასდროს არ მჭირდა?


close დახურვა