logo
ENG



დავიწყებული დავით გარეჯი - შაბათის ფორმულა

30 აპრ 202220:28
3 წუთის საკითხავი
 

გავიდა ორი წელი, რა მოიტანა რუსეთიდან ჩამოტანილმა რუკებმა - შაბათის ფორმულა დავით გარეჯში იმის გადასაღებად წავიდა, ხომ არ შეიცვალა იქ ორი წლის წინ არსებული სიტუაცია. მოკლედ რომ ვთქვა არა, უფრო მეტი ნახეთ შაბათის ფორმულას რეპორტაჟში. დავსვით კითხვები, ხიდაშელი-ივანიშვილი-ღარიბაშვილის რუკებმა ხომ არ შეცვალეს კარტოგრაფების ბრალდების საქმის გარემოებები, ან იქნებ ამ რუკებით საზღვრის დემარკაცია-დემილიტარიზაციის ახალმა კომისიამ წაიწია წინ და აზერბაიჯანულ მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს? ოცნებამ არჩევნებში სასურველი შედეგი მიიღო და სამუდამოდ დაუსვა მძიმე დაღი ორ მეცნიერს, რომელთა ბრალდების საქმე თითქმის ორი წელია თაროზე დევს. 

 


close დახურვა