logo
ENG



დაზვერვა: აზოვსტალის მცველების პროცესზე რუსებმა, შეიძლება, ტერორისტული აქტი მოაწყონ

19 აგვ 202216:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/19/kvsyz06x54zs187.jpg

უკრაინის დაზვერვის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, რუსეთი აზოვსტალის დატყვევებული მცველების საჩვენებელი სასამართლო პროცესის გამართვას გეგმავს. დაზვერვის ინფორმაციით, ამ მიზნით, მარიუპოლის კამერული ფილარმონიის შენობის გადაკეთება მიმდინარეობს, სცენაზე რკინის გალიები მონტაჟდება.  

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ოკუპანტები "მოწმეებს" ამზადებენ და პროცესზე რუსული მედია მიჰყავთ. 

"ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, რომელსაც რაშისტები განიხილავენ, არის სარაკეტო შეტევა შენობაზე. თუ ასეთი შეთქმულება განხორციელდება, რაშისტები შეეცდებიან ჩადენილი დანაშაულის უკრაინაზე გადმობრალებას, როგორც სჩვევიათ."- წერს უკრაინის დაზვერვა. 

6 აგვისტოს, მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები კვლავ არ იცავენ არცერთ საერთაშორისო ნორმას.

"ისინი აგრძელებენ ომის დანაშაულების ჩადენას, რითაც მთელი ცივილიზებული სამყაროსადმი გულგრილობას აჩვენებენ.” – განაცხადა ბოიჩენკომ.

მარიუპოლის მერი მსოფლიო მოსახლეობას, გაეროსა და წითელ ჯვარს მოუწოდებს ჩაერიონ და ომის ტყვეებისადმი მოქცევის წესების დაცვა უზრუნველყონ.


close დახურვა